საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ეწვია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია ესტონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულები, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, გამოძიების წარმოება, მათი აღკვეთა და პრევენცია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი და უწყების წარმომადგენლები, ესტონეთის რესპუბლიკის საბაჟო და საგადასახადო საბჭოს ხელმძღვანელებს - ესტონეთის რესპუბლიკის საბაჟო და საგადასახადო საბჭოს გენერალურ დირექტორს ვალდურ ლაიდს, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს რაინ კუუსს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდნენ.

მათივე ინფორმაციით, ქართველმა და ესტონელმა სამართალდამცველებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა: საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მეთოდოლოგია, ქვეყნის ეკონომიკის დაცვა საგადასახადო და საბაჟო სისტემაში არსებულ სამართალდარღვევებთან ბრძოლითა და მათი პრევენციით, გადასახადებისათვის თავის არიდება, დღგ-ს დაუსაბუთებელი დაბრუნება და აქციზური პროდუქციის უკანონო ბრუნვა.

საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ E-Estonia-ს აღმასრულებელ ცენტრს და ინოვაციურ ჰაბს ტალინში, როგორც მისი ფუნქციონირების და მუშაობის პრინციპებს, ისე ზოგადად ესტონეთის პროგრესს ელექტრონული მმართველობის სფეროში.

„უწყებებს შორის, არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, ოპერატიული და ანალიტიკური საქმიანობის სრულყოფა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ესტონეთში საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას, მათ შორის საგადასახადო და საბაჟო დანაშაულების გამოვლენას, პრევენციასა და აღკვეთას. საგამოძიებო სამსახური მუდმივ მზადყოფნაშია ითანამშრომლოს კოლეგა უწყებებთან, გაუზიაროს მათ საკუთარი გამოცდილება და გაეცნოს მათ საუკეთესო პრაქტიკას. მსგავსი თანამშრომლობა არა მხოლოდ ჩვენს უწყებებსა და ქვეყნებს შორის სამომავლო პარტნიორობას, არამედ ერთიანი ძალებით დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია ესტონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა