გორში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო

გორში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო. ახალაშენებულ კორპუსში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების შევსება 4 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, უწყება გორში, საცხოვრებელ ფართს 38 დევნილ ოჯახს გადასცემს.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე განაცხადების შევსება მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ.

„უკვე არსებული განაცხადები არ განიხილება და ყველა დევნილმა ოჯახებმა, გორში ბინის მიღების მოთხოვნით, ახალი განაცხადი უნდა შეავსოს. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს განაცხადების შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ,“ - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა