შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, 9 თვის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევების და დაშავებულთა ოდენობა შემცირებულია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევების და დაშავებულთა ოდენობა შემცირებულია. ამის შესახებ ჯავახაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„უმნიშვნელო კლებაა ასევე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობაში, თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ერთჯერადი ეფექტი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდეს ყველას ჩართულობით. საკმაოდ დიდი დრო უნდა ამ ეფექტის მისაღებად, შესაბამისად, ეს ღონისძიებები უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ჯავახაძემ.

მისივე თქმით, აპრილში დაიწყო საგზაო უსაფრთხოების კამპანია "მეტი სიცოცხლისთვის", დღეს კი იწყება რეალურად მეორე, ახალი ეტაპი.

„ეს არის კომპლექსური ღონისძიებების ნაკრები, რომელიც მოიცავს, როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ისე პრაქტიკულ კონტროლს, ასევე, რა თქმა უნდა, ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიებებს, ალბათ, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. შესაბამისად, მომზადებულია ახალი ვიდეოკლიპები, რომლებიც მედიასაშუალებებში აქტიურად დატრიალდება. რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს - ორ ნაწილად გავყოთ - ერთი ნაწილი არის მართვის მოწმობის რეალურ პირობებში გატანა, ეს საკანონმდებლო ცვლილებები უკვე პარლამენტშია წარდგენილი, როგორც მოგეხსენებათ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნაც არის, მეორე ნაწილი არის ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ეს ცვლილებები წარდგენილი ჯერ არ არის და გარკვეულწილად გულისხმობს სანქციების, როგორც დიფერენცირებას ანუ დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, ისე გამკაცრებას, აქ საუბარია საკმაოდ მძიმე სამართალდარღვევებზე, როგორიც არის ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, შემთხვევის ადგილის მიტოვება, სიჩქარის გადაჭარბება და ა.შ" - განმარტა ჯავახაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა