ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა - ჩვენ ვხედავთ, რომ პატრიარქი თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს

პატრიარქს ვთხოვე, რომ ის უნდა იყოს კანონის გარანტი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ პატრიარქი თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს, - ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ მარტვილში, ეპარქიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მეუფე პეტრეს განმარტებით, იმ მტკიცებულებებზე საუბარს, რომლის წარდგენასაც სინოდის სხდომაზე გეგმავდა, სინოდის სხდომის მიღმა არ აპირებს.

„მასზე საუბარს წმინდა სინოდის სხდომის მიღმა არ ვაპირებ. ეს მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილება და ასევე ჭორაობა იქნება. მე მხოლოდ ვითხოვდი სინოდზე გარანტიებს იმის, რომ რჯულის კანონი აღსრულდება და პატრიარქს ვთხოვე, რომ ის უნდა იყოს გარანტი კანონისა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ პატრიარქი თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს. არანაირი გამართლება პატრიარქის მხრიდან, რომ ის კანონზე მაღლა დადგეს, არ აქვს. ამიტომ მე ვითხოვ, კანონიკის ფარგლებში იმოქმედოს პატრიარქმა და მხოლოდ შემდეგ ვარ მზად გავაგრძელო კანონიკურ ფარგლებში მტკიცებულებები“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს