ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ აცრის უვნებლობის სადემონსტრაციოდ ვაქცინაცია ჩაიტარეს

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და გრიპის ეპიდზედამხედველობისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე, იმის დემონსტრირებისთვის, რომ აცრა უვნებელი და სასარგებლოა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა და მოადგილემ ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ ვაქცინაცია ჩაიტარეს.

აცრის გაკეთების საშუალება ჰქონდათ ჟურნალისტებსა და ოპერატორებსაც.

„აცრის საუკეთესო დრო არის ახლა. ნახეთ, რომ მე დღეს გავიკეთე აცრა, გრიპის საწინააღმდეგო აცრა მოგეხსენებათ, რომ ძალიან უსაფრთხოა, არავითარ გართულებებს ის არ იწვევს. გრიპის საწინააღმდეგო იმუნიტეტის გამოუშავებას აცრის შემდეგ, სჭირდება 10 დღე დაახლოებით, 2 კვირა. ამიტომ აცრის შემდეგ შეიძლება ადამიანს დაემართოს გრიპი, მაგრამ ის ჩაივლის აუცილებლად იოლ ფორმებში. გრიპის აცრის დამცველობითი უნარი არის დაახლოებით 70%-მდე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და განმარტა, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფომ სხვა წლებთან შედარებით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ყველაზე დიდი დოზა შეიძინა.

მისივე შეფასებით, საქართველოში აცრების გაკეთების კულტურა სულ უფრო მეტად მკვიდრდება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა