ფრენსის ფუკუიამა - საქართველომ კარგი სამუშაო ჩაატარა დემოკრატიის თვალსაზრისით, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რადგან ისინი, ვისაც რეალურად ძალაუფლება აქვთ, შეიძლება, არ არიან ოფიციალურად, ღიად არჩეულნი

საქართველომ კარგი სამუშაო ჩაატარა დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რადგან ისინი, ვისაც რეალურად ძალაუფლება აქვთ, შეიძლება, არ არიან ოფიციალურად, ღიად არჩეულნი, - ამის შესახებ სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ფრენსის ფუკუიამამ განაცხადა.

მან "ღამის დებატები - ფრენსის ფუკუიამასთან" დაწყებამდე საქართველოს დემოკრატიისა და აშშ-ს მიერ მისი მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.

"ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში დიდი კონსენსუსია ისეთი დემოკრატიების მხარდაჭერის კუთხით, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, მიუხედავად იმისა, პრეზიდენტი ამას ეთანხმება თუ არა, რადგან ეს აბსოლუტურად სხვა საკითხია, მაგრამ ვფიქრობ, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის დიდი თანაგრძნობაა საქართველოს მხარდაჭერის მიმართ. რაც შეეხება დემოკრატიას, ვფიქრობ, საქართველომ კარგი სამუშაო ჩაატარა დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რადგან ისინი, ვისაც რეალურად ძალაუფლება აქვთ, შეიძლება, არ არიან ოფიციალურად, ღიად არჩეულნი, და ვფიქრობ, ნამდვილი დემოკრატიისთვის ეს არ არის კარგი სიტუაცია, რადგან უნდა იყოს გამჭვირვალობა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არიან ნამდვილად მთავარი პოლიტიკური აქტორები სისტემაში", - განაცხადა ფუკუიამამ.

მანვე უპასუხა კითხვას, ხომ არ ნიშნავს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან და აშშ-ს ელჩობის კანდიდატისგან თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, მართლმსაჯულებაზე, მედიაპლურალიზმზე ხაზგასმა საქართველოს დემოკრატიის კრიტიკას.

"ვფიქრობ, რომ რუსეთი ერეოდა საარჩევნო კამპანიებში, ეს მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში და საქართველო ასეთი ჩარევის ერთ-ერთი პირველი სამიზნე იყო. ვფიქრობ, დღეს სოციალური მედიის სფერო რუსებს აძლევს ბევრ შესაძლებლობას, მედია ტექნოლოგიების თავიანთ იარაღად გამოყენების თვალსაზრისით. ამასთანავე ვფიქრობ, ბევრი რამ ამტკიცებს, რომ ეს ხდება საქართველოში", - აღნიშნა ფუკუიამამ.

ღამის დებატებს სასტუმრო "რუმსში" ატარებს სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრი (CDDRL), ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრთან და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ერთად. ღონისძიება მხარდაჭერილია სასტუმრო „რუმსი“-ს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, დიდი ბრიტანეთის საელჩოს საქართველოში და USAID დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მიერ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა