საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საბერძნეთის დროშით მცურავ ტანკერზე თავდასხმის შედეგად გატაცებული 4 მეზღვაურიდან 1 საქართველოს მოქალაქეა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებულ ოთხ მეზღვაურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, თავდასხმის შედეგად გატაცებულია საქართველოს ერთი მოქალაქე. უწყების ინფორმაციით, მეზღვაურის გასათავისუფლებლად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

"გადამოწმდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ტოგოს დროით, დაახლოებით დილის სამ საათზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ საბერძნეთის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს. გემი ამჟამად გაჩერებულია ტოგოში, ლომეს პორტში. თავდასხმის დროს ეკიპაჟის 24 წევრიდან გატაცებულ იქნა 4 მეზღვაური: ერთი საბერძნეთის, ორი ფილიპინებისა და საქართველოს ერთი მოქალაქე. ინფორმაციის მიღებისთანავე დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, საერთაშორისო ტრანსპორტის ორგანიზაციის (ITF) საშუალებით დავუკავშირდით გემთფლობელ კომპანიას. აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელმა დაგვიდასტურა საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტი. ამასთან აღნიშნა, რომ ისინი მუშაობენ ეკიპაჟის წევრების გათავისუფლების საკითხზე. ასევე, ელოდებიან გამტაცებლების მხრიდან კომუნიკაციას, რომელიც კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, არსებული გამოცდილებით, უახლოესი ორი-სამი დღის განმავლობაში შეიძლება შედგეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ ყველა შესაძლო გზით ქართველი მეზღვაურის ტყვეობიდან უსაფრთხოდ დასახსნელად. უკვე დავუკავშირდით ოჯახის წევრებს. თუმცა, ქართველი მეზღვაურის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არ გავრცელდეს მედიის საშუალებით მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია", - აცხადებენ უწყებაში.

იხილეთ ვიდეო: გემიდან 4 პირი გაიტაცეს, მათ შორის 1 საქართველოს მოქალაქეა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა