„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყნეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყნეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, წყალმომარაგბისა და წყალარინების სისტემას სრულად განაახლებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში 600 მეტრი სიგრძის წყალარინების ამორტიზებული ქსელი იცვლება და ახალი საკვანძო ჭები მოეწყობა.

მათივე ცნობით, კომპანია რეაბილიტაციაში 150 000 ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

პროექტის ფარგლებში აღმაშენებლის ქუჩაზე, ასევე იგეგმება 800 მეტრამდე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციაც. განახლებულ სისტემაზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციაში 140 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა