ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვაზე სახელმწიფო იზრუნებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა დაათვალიერა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, შეხვედრა გაიმართა სამედიცინო პერსონალთანაც.

თორნიკე რიჟვაძემ სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ისინი მოთმინებით და კონსტრუქციულად ელოდებოდნენ ობიექტის დასრულებას.

„ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების მოლოდინებთან შესაბამისი. მჯერა, ძალიან მალე მივიღებთ პირველ პაციენტებს და მათ ექნებათ წვდომა ხარისხიან და ხელმისაწვდომ სამედიცინო სერვისებზე, სადაც თქვენ და თქვენს შრომას ექნება დაფასება და მოგიწევთ ღირსეულ სამუშაო გარემოში მუშაობა“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების პროექტზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას კონკრეტული გეგმა გააცნო.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის შესაბამის აღჭურვაზე სახელმწიფო იზრუნებს. ის ერთ-ერთია იმ ოთხი სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელიც ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფოს მართვაში იქნება.

ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე მოხდება ასევე სტუდენტების და არსებული სამედიცინო კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე