გარდაბნის თბოელექტროსადგურის, „თბილსრესის“ თანამშრომლების საპროტესტო აქცია დილიდან განახლდა

გარდაბანში მდებარე თბოელექტროსადგურის, „თბილსრესის“ თანამშრომლების საპროტესტო აქცია დილიდან განახლდა.

დღეს უკვე ხელფასების გაზრდის მოთხოვნით თბოელექტროსადგურის 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა.

აქციის მონაწილეები ხელფასების 50%-ით მატებას და პრემია-დანამატების დარიცხვას მოითხოვენ. მათი განმარტებით, "თბილსრესის" დირექციასთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მაისში დაიწყეს ამ საკითხზე, დაპირება მიიღეს, მაგრამ დღემდე არ გაზრდიათ შრომითი ანაზღაურება.

აღსანიშნავია, რომ გარდაბნის თბოელექტროსადგური დღეისათვის რეზერვის რეჟიმშია. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამუშაო ადგილებს ქვეყანაში ენერგოდეფიციტის შექმნის შემთხვევაშიც კი არ დაუბრუნდებიან, თუ ხელფასებს არ გაუზრდიან.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა