ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პანკისში სპეცოპერაციის დაჭრისა და ლიკვიდაციის გარეშე ჩატარების დავალება ზეპირად გასცა და რაიმე დოკუმენტი არ შეუდგენია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსისა და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) უფროსს დავალება მისცა, რომ პანკისში სპეცოპერაცია დასაკავებელ პირთა დაჭრის ან ლიკვიდაციის გარეშე უნდა ჩატარებულიყო.

ამის შესახებ ნათქვამია გომელაურის დაკითხვის ოქმში, რომელსაც „ადამიანის უფლებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრი“ ავრცელებს.

ამასთან, ოქმის მიხედვით, გომელაური განმარტავს, რომ აღნიშნული დავალება სოდ-ის უფროსის მიმართ ზეპირსიტყვიერად გასცა და რაიმე დოკუმენტი არ შედგენილა.

გარდა ამისა, გომელაურის თქმით, 26 დეკემბერს, პანკისში სპეცოპერაციის ჩატარების დღეს, პირადად ის დუისში არ იმყოფებოდა, რის გამოც ინფორმაციას კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის, ირაკლი ჩიმაკაძისა და მისი მოადგილის, სოსო გოგაშვილისგან იღებდა. აღსანიშნავია, რომ თავად გოგაშვილის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, სპეცოპერაციის ჩატარების ადგილზე არც თვითონ იმყოფებოდა და ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ჩიმაკაძე აწვდიდა.

„ვ. გომელაურის განმარტებით, მან ზეპირად მიუთითა სოდ-ის უფროსს, რომ ოპერაცია უსაფრთხოდ უნდა ჩატარებულიყო, დასაკავებელ პირთა დაზიანება, დაჭრა ან ლიკვიდაცია არ უნდა მომხდარიყო. მისი განმარტებით, ოპერაცია 26 დეკემბერს გამთენიისას უნდა ჩატარებულიყო. ვ. გომელაური აღნიშნავს, რომ 26 დეკემბერს დუისში არ იყო, მას ინფორმაციას სპეცოპერაციის შესახებ ი. გოგაშვილი და ჩიმაკაძე აწვდიდნენ. ამასთან ერთად, ოპერაციის დასრულების შემდგომ ზეპირი ინფორმაცია მიაწოდა სოდ-ის უფროსმა“, - ნათქვამია გომელაურის გამოკითხვის ოქმში.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე, სოსო გოგაშვილს, ის გამოკითხვის ოქმში აღნიშნავს, რომ „2017 წლის 26 დეკემბერს იმყოფებოდა თბილისში, სამსახურში და დუისში მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ ირაკლი ჩიმაკაძისგან იღებდა ინფორმაციას“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა