ემანუელ მაკრონი - ევროპა უფსკრულის პირასაა, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის „ნატო-ს ტვინის სიკვდილი“

საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ისინი აღარ უნდა დაეყრდნონ შეერთებულ შტატებს, რომ ის დაიცავს ნატო-ს მოკავშირეებს. ემანუელ მაკრონი The Economist-თან ინტერვიუში, სირიაში შეერთებული შტატებისა და თურქეთის მოქმედებებს აკრიტიკებს.

„ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის ნატო-ს ტვინის სიკვდილი“,- აცხადებს მაკრონი. მისი თქმით, ევროპა „უფსკრულის პირასაა“ და ის თავად უნდა ჩამოყალიბდეს გეოპოლიტიკურ ძალად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპული ქვეყნები „ვეღარ შეძლებენ საკუთარი ბედის გაკონტროლებას“.

ემანუელ მაკრონმა ალიანსის სტრატეგიული მიზნების ნათლად განმარტების აუცილებლობაზე ისაუბრა და ყურადღება კონტინენტის თავდაცვის პოტენციალის გაზრდაზე გაამახვილა. მისივე განცხადებით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამერიკა ევროპას „ზურგს აქცევს“.

„პრეზიდენტი ტრამპი არ იზიარებს ჩვენი ევროპული პროექტის იდეას და ეს მაშინ, როდესაც ჩვენ გვიწევს გავუმკლავდეთ ჩინეთის აღმასვლას და რუსეთისა და თურქეთის ავტორიტარულ რეჟიმებს. მეტიც, ევროპა "ბრექსითისგან" და პოლიტიკური არასტაბილურობისგან თანდათან უფრო სუსტდება“, - განაცხადა მაკრონმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა