ზესტაფონში სამედიცინო ამბულატორიების მშენებლობა - რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ პირველ სვირში ახალი სამედიცინო ამბულატორიის მშენებლობა დაიწყო. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების მშენებლობა, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 89 998 ლარია.

ზესტაფონის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამედიცინო ამბულატორიის მშენებლობა 2019 წლის დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. ახალი საექიმო ამბულატორიის მომსახურებით 3000-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს. სამშენებლო სამუშაოებს, მუნიციპალიტეტის დაკვეთით შპს „სვირი +“ აწარმოებს.

მიმდინარე პროცესებს ვიცე მერი დავით მაღრაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე და მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე ადგილზე გაეცნენ. დაათვალიერეს ასევე სოფელ ზოვრეთში რეაბილიტირებული შენობაც.

რეაბილიტაცია სოფელ ზოვრეთის საექიმო ამბულატორიასაც ჩაუტარდა. შენობის რეაბილიტაციისთვის 19 981 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შპს „კეკე“ აწარმოებდა. პროექტი რგფ- ის დაფინანსებით განხორციელდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა