თორნიკე რიჟვაძე -  ჯანდაცვის სფეროში რეფორმები ადამიანების საჭიროებებზეა მორგებული

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან ერთად აჭარის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ გამართა. ასევე, ისაუბრა დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე.

აჭარაში მცხოვრებ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა თორნიკე რიჟვაძემაც და აღნიშნა, რომ ის რეფორმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება, სრულად არის ადამიანებზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ორიენტირებული. მისი თქმით, ეს რეფორმა შეიძლებს იყოს გარდამტეხი ჯანდაცვის სფეროში.

„რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ჩვენ მომავალ წელს 18%-ით ვზრდით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებას, რაც გულისხმობს იმას, რომ მომავალში პირველად აჭარაში მცხოვრებლებს შეეძლებათ საზღვარგარეთ იმკურნალონ სახელმწიფოს დაფინანსებით. ასევე, ჩვენ ვზრდით ასაკობრივ მაჩვენებლებს რეინტეგრაციის ნაწილში. არასრულწლოვანთა დახმარებასთან დაკავშირებული ასაკობრივი ნიშნული 18 წლიდან 25 წლამდე გაიზარდა“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის მედიკამენტების ფასის რეგულირება და მათი ჭარბად დანიშვნის კონტროლი; საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობა და ინფრასტრუქტურული პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უკვე მიმდინარეობს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა