მარიამ ჯაში - კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას მხარს დავუჭერ

"მე მხოლოდ მივესალმები კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯაშის თქმით, მისი კომიტეტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს. მარიამ ჯაშის ვარაუდით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების გამოყოფის პროცესი 2020 წლის დასაწყისისთვის დასრულდება.

„მე მხოლოდ მხარს დავუჭერ ამ გადაწყვეტილებას. როდესაც იხილებოდა ორი უწყების გაერთიანება, მე წინააღმდეგი ვიყავი და შესაბამისად, მხოლოდ მივესალმები კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას. მთავრობის დამტკიცების პროცესში გიორგი გახარიას მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ კულტურის მიმართულების გამოყოფა მომხდარიყო. ვფიქრობ, ეს პროცესი 2020 წლის დასაწყისისთვის დასრულებული იქნება. ამას დასჭირდება საპარლამენტო მხარდაჭერა და მაქსიმალურად მზად ვართ, თანადგომა გამოვუცხადოთ ამ პროცესს", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ამასთან, ჯაშის თქმით, ვინ იქნება ბატიაშვილის შემცვლელი, ამ საკითხზე კონსულტაციები გაიმართება და გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

"ოფიციალური ვიზიტის გამო, ბოლო დღეებში არ მქონდა საშუალება, რომ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები ყოფილიყო გავლილი. მე პატივს ვცემ მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებას. მე შემიძლია მას მხოლოდ მადლობა გადავუხადო იმ მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, რომელიც მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელდა. ამ ეტაპზე არანაირი კონსულტაცია არ დაწყებულა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ როგორც კომიტეტი, აქტიურად ვიქნებით ჩართული კანდიდატებთან დაკავშირებით დისკუსიაში და ვფიქრობ, უახლოეს დღეებში საბოლოო პოზიცია საზოგადოებისთვის გაზიარებული იქნება",- განაცხადა ჯაშმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი