არჩილ თალაკვაძე კონგრესმენებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერს და კონგრესმენ ალექს მუნის შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძემ კონგრესმენებს ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარემ წარმომადგენელთა პალატის მიერ „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებასა და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის დღის წესრიგს შეეხო. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-ის საიმედო პარტნიორია მშვიდობისა და უსაფრთხოების გლობალურ ძალისხმევაში.

არჩილ თალაკვაძემ კონგრესმენებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა. საუბარი, ასევე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას შეეხო.

კონგრესმენთა განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას, მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.​

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა