პარლამენტთან პარტია "სამართლიანობისთვის" ახალგაზრდული ფრთა მდუმარე საპროტესტო აქციას მართავს

პარლამენტთან პარტია "სამართლიანობისთვის" ახალგაზრდული ფრთა მდუმარე საპროტესტო აქციას მართავს.

„არა სასამართლოს ოკუპაციას" - ამ შინაარსის ბანერებით ისინი დეპუტატებს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭირონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს. ხელისუფლებისგან შესაბამისი რეაქციის არქონის შემთხვევაში კი მორიგ აქციას აანონსებენ.

როგორც აქციიის მონაწილეები ჟურნალისტებთან აცხადებენ, მათი მოთხოვნაა სამართლიანი სასამართლო და დეპუტატებმა არ უნდა აირჩიონ ის მოსამართლეები, რომლებიც წლების განმავლობაში იღებდნენ უსამართლო გადაწყვეტილებებს.

"ღიმილის მომგვერელია რომ დღეს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს, მისსავე სახელობის დარბაზში მის იდეას ასამარებენ. გვინდა მოვუწოდოთ მმართველ გუნდს, ნუ დაემსგავსებიან იმათ, რასაც თავად ებრძოდნენ,"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თემურ რობაქიძემ.

შეგახსენებთ, აღნიშნული აქცია გუშინ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ დაანონსა. მისივე თქმით, ის ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციას გამართავს და პროტესტის სამომავლო გეგმებზე ჩამოყალიბდებიან იმისთვის, რომ კენჭისყრის დღეს მათი პროტესტი კიდევ უფრო მძლავრი იყოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა