თბილისის 134 ბაღის საწყობებიდან და ეზოებიდან 165 ტონამდე ჯართის გატანა დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ქალაქის 134 ბაგა-ბაღში 30 წლის მანძილზე არსებული ერთ-ერთი მწვავე პრობლემა მოაგვარა - ბაღების საწყობებიდან და ეზოებიდან 165-მდე ტონა ჯართის გატანა დაიწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მერიის ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში დაზიანებული, ამორტიზებული თუ კანონმდებლობით აკრძალული ინვენტარი რეგულარულად იცვლება, თუმცა დაწესებულების ბალანსზე არსებული ნებისმიერი ქონება დედაქალაქის საკუთრებას წარმოადგენს და მისი გასხვისება ან რაიმე ფორმით გატანა აქამდე ვერ ხერხდებოდა.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ერთწლიანი მუშაობის შედეგად, პრობლემის გადაჭრა მოხერხდა.

„ამ საკითხზე მუშაობა გასულ წელს დავიწყეთ, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ბაღების ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა იყო ეზოში განთავსებული, დაზიანებული ინვენტარი თუ სხვა მასალები, ასევე გადატვირთული საწყობები, რომელსაც სააღმზრდელო დაწესებულებები სათანადოდ ვერ იყენებდნენ. ჩვენ დედაქალაქის ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად აღვწერეთ დაგროვილი ჯართი, რის შემდეგაც ქონების მართვის სააგენტომ აღნიშნული ინვენტარი აუქციონის წესით, 134 ლოტად გაყიდა. ჯართის გატანა დაწყებულია და მას სამი კომპანია უზრუნველყოფს“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, ჯართის გატანის შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ ბაღების ინფრასტრუქტურა იქნება მოსაწესრიგებელი, სააგენტო ამ პროექტებსაც დააფინანსებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა