ეკატერინე ტიკარაძე დევნილ მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ბათუმში, ლეონიძის ქ. N4-ში ახალაშენებულ კორპუსებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, 164 დევნილ ოჯახს ლეონიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში ბინები სამინისტრომ გასულ წელს გადასცა. დევნილებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან საკითხს ბინების დაკანონება წარმოადგენდა.

მინისტრის თქმით, მთავრობის შესაბამისი განკარგულება უკვე გამოიცა და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები უახლოეს მომავალში დაუკანონდებათ.

„მინისტრი ბათუმში, გ.ლეონიძის ქ. N15-11-ში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებსაც ეწვია და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. დევნილ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა