დიმიტრი გვრიტიშვილი - ანა დოლიძეს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესის კრიტიკის მორალური უფლება არ აქვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი გამჭვირვალეა. მისივე თქმით, ამ თემაზე ორმაგი სტანდარტით მოქმედი პირებისგან, მათ შორის ანა დოლიძისგან, კრიტიკას ვერ მიიღებს.

„პროცესი არის უაღრესად გამჭვირვალე. ვფიქრობ, რომ როგორც პოლიტიკოსებს, ასევე საზოგადოებას ჰქონდა საშუალება, რომ კითხვები დაესვა კანდიდატებისთვის”,- განაცხადა გვრიტიშვილმა.

მისივე თქმით, ანა დოლიძეს აღნიშნული პროცესის კრიტიკის მორალური უფლება არ აქვს, რადგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.

„გარკვეული პროფესიული ჯგუფები და ასევე არასამთავრობოები მხარს უჭერენ ანა დოლიძეს, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება გაწვევასთან დაკავშირდებით მიიღოს გადაწყვეტილება. ეს არის ორმაგი სტანდარტი. ამგვარი ორმაგი სტანდარტით მოქმედი სუბიექტებისგან კრიტიკას ვერ მივიღებ. ანა დოლიძეს კრიტიკის მორალური უფლება არ აქვს, რადგან არც ერთ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია როდესაც ის 20 კანდიდატი შეირჩა ”,- განაცხადა გვრიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა