„გალერეა თბილისში“ მისული გურამ ფალავანდიშვილი პოლიციას კინოდარბაზში შესვლას ხელებაწეული თხოვს

“გალერია თბილისის” მეოთხე სართულზე, კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გურამ ფალავანდიშვილი, მისი თანამოაზრეები და სასულიერო პირები იმყოფებიან.

გურამ ფალავანდიშვილი სამართალდამცველებისგან ხელებაწეული ითხოვს, რომ შეუშვან დარბაზში.

სამართალდამცველებს შენობაში კორდონი აქვთ გაკეთებული იმისთვის, რომ მაყურებელმა, რომლებსაც თან აქვთ ბილეთები, დაუბრკოლებლად შეეძლოთ დარბაზში შესვლა.

ამ წუთებში სამართალდამცველები მაყურებელს დარბაზში უშვებენ.

“გალერა თბილისის” გარე პერიმეტრზე რჩებიან სასულიერო პირების და მრევლის ნაწილი, რომლებმაც ლოცვა აღავლინეს. ჩატარდა ზეთის ცხებაც.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა