დავით ბაქრაძე - ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან მოვითხოვთ პასუხს, რატომ კეთდება პროექტები ისე, რომ იხარჯება ასობით მილიონი ლარი და ადამიანებს არ უგვარდებათ პრობლემები

„ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან მოვითხოვთ პასუხს, რატომ კეთდება პროექტები ისე, რომ იხარჯება ასობით მილიონი ლარი და ადამიანებს არ უგვარდებათ პრობლემები“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ წალენჯიხის რაიონში განაცხადა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს.

„ევროპული საქართველოს“ ცნობით, დავით ბაქრაძესთან სოფელ ნაკიფუში მცხოვრებმა მოსახლეობამ სასმელი წყლის პრობლემაზე ისაუბრა. მოსახლეობის ინფორმაციით, ორი წელია, სოფელს სასმელი წყალი არ აქვს, წყალმომარაგების პროექტზე 200 ათასი ლარი დაიხარჯა, გაკეთდა ჭაბურღილები, გაკეთდა წყალგაყვანილობა, თუმცა წყლის ტუმბოს სიმძლავრე არ ჰყოფნის სოფელს წყლის მომარაგებაში და 160 - ოჯახს ამ დრომდე წყალი არ მიეწოდება. დავით ბაქრაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ საპარლამენტო კონტროლზე აიყვანს აღნიშნულ პრობლემას და ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუწოდებს, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით.

„2 წელია, რაც სოფელში დასრულებულია წყალმომარაგების პროექტი, დაიხარჯა 200 000 ლარზე მეტი თანხა, გაკეთდა ჭაბურღილები, გაკეთდა გაყვანილობა, ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ ადამიანებს არა აქვთ წყალი იმ მიზეზით, რომ ტუმბოს, რომელიც იყო მოტანილი და გაკეთებული, არ ჰყოფნის სიმძლავრე იმისათვის, რომ წყალი მივიდეს ოჯახებამდე. ფაქტობრივად, წყალში გადაიყარა 200 000 ლარი და წლები გადის ისე, რომ ადამიანებს არ აქვთ ოჯახში სასმელი წყალი. „ევროპული საქართველო’’ საკითხს აუცილებლად ავიყვანთ საპარლამენტო კონტროლზე და აუცილებლად მოვითხოვთ პასუხს ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან, თუ რატომ კეთდება პროექტები ისე, რომ იხარჯება ასობით მილიონი ლარი და ადამიანებს არ უგვარდებათ პრობლემები, რაც მათ აქვთ’’, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა