მოსამართლე კინოთეატრ "ამირანთან" ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს -  ახლა აქციაზე საჩხუბრად არ წახვიდეთ

ახლა აქციაზე საჩხუბრად არ წახვიდეთ, - ასე მიმართა მოსამართლე ლეილა გოგიშვილმა კინოთეატრ "ამირანთან" ადმინისტრაციული წესით დაკავებულ მიხეილ გრძელიშვილსა და დავით თაბაგარს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

ამ მომენტისათვის აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული 10 პირის სასამართლო პროცესია გადადებული, ერთ პირს კი, სახდელის სახით 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.

8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა