ლილო-გაჩიანის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვი და ქალი ემსხვერპლა, დაშავებულია 5 ადამიანი

ლილო-გაჩიანის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთ ავტომანქანაში მსხდომი მცირეწლოვანი ბავშვი და შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

დაშავებულია 5 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ამ დროისთვის გაჩიანი-ლილოს მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ორი ადამიანი, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილითაა აღძრული.

იხილეთ ვიდეო: მძიმე ავარია რუსთავი-ლილოს გზაზე: ადგილზე გარდაიცვალა მცირეწლოვანი ბავშვი და შუახნის ქალი - პირველი კადრები

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს