ვაჟა სირაძის განცხადებით, კინოსეანსები მშვიდ ვითარებაში ჩატარდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძის განცხადებით, კინოსეანსები მშვიდ ვითარებაში ჩატარდება.

როგორც ვაჟა სირაძემ აღნიშნა, უკვე მესამე დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტრო კინოთეატრებში საზოგადოებრივ წესრიგს და მაყურებელთა უსაფრთხოებას იცავს.

„უკვე მესამე დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს კინოთეატრებში საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვას. შესაბამისად, დღესაც ადგილზე მობილიზებულია პოლიციური ძალები. ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ კინოლოგიის და განაღმვის სამსახურები, რომლებმაც, პრევენციის მიზნით, კინოდარბაზები შეამოწმეს. შესაბამისად, კინოსეანსები მშვიდ ვითარებაში ჩატარდება“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება მიმდინარეობს. ფილმის ჩვენებას ლევან ვასაძე, მისი თანამოაზრეები და „ქართული მარშის“ წარმომადგენლები აპროტესტებენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი