პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების საქმეზე ბრალდებული 20 პირის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების საქმეზე ბრალდებული 20 პირის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

სასამართლო სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. ადვოკატ ეკატერინე მაჭარაშვილის განაცხადებით, რომელიც საქმეზე ბრალდებულ ორ პირს-სპირიდონ სურამელსა და გიორგი კასრაძეს იცავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.

“ნამდვილად არ ვაღიარებ აღნიშნული ვიდეო ჩანაწერის შენახვას და მოპოვებას. რაც შეეხება გავრცელებას, ვფიქრობ, რომ გავრცელების ნაწილშიც არ იკვეთება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობა ან რამდენად შეიძლება გავრცელებას ვედავებოდეთ ადამიანს, როდესაც ვიდეოები ღია, საჯარო სივრცეში ისედაც გავრცელდა, ოთხი საათის განმავლობაში იდო და მგონი მთელმა საქართველომ ნახა. მაინცადამაინც ეს პირები რატომ არიან გავრცელებაში ბრალდებული, ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია. უმჯობესი იქნება ბრალდების მხარემ დაადგინოს ის პირები, ვინც შექმნა ეს ვიდეო და გაავრცელა, ვინც თავი და თავი არის ამის გავრცელების. ამ უდანაშაულო ხალხს, რომლებმაც არ იცოდნენ ეს რა ვიდეო იყო და როგორ მოხვდა მათ მესინჯერში, არ შეიძლება ედავებოდეს ბრალდების მხარე ამ ვიდეოს არც მოპოვებას, არც შენახვას და არც გავრცელებას”,-განაცხადა ადვოკატმა სხდომის დაწყებამდე.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, 20 პირი დააკავეს. ყველა მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა