პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების საქმეზე ბრალდებული - ეკა ბესელია მთავრობისკენ იშვერს ხელს და მთავრობა ჩვენზე იწმენდს ხელს

ეკა ბესელია მთავრობისკენ იშვერს ხელს და მთავრობა ჩვენზე იწმენდს ხელს,-ამის შესახებ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა სერგო ირემაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის ვეტერანი სამხედროა და “შეთითხნილი საქმე” მიმართულია ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიმართ, რომლებიც მთავრობის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდნენ.

„პოლიტიკური დაკავებები განხორციელდა ჩვენზე შსს-ს კიბერსამსახურის დახმარებით. ვეტერანი სამხედროების და ოპოზიციურად გამწყობილი ადამიანების მიმართ, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში პროტესტს გამოხტავდნენ მთავრობის წინააღმდეგ, განხორციელდა დაკავებები შეკერილ-შეთითხნილ საქმეზე. ეს კადრები გავრცელებული იყო მთავრობის დაგეგმარებით. კადრები ათასობით ადამიანთან აღმოჩნდა, კადრები აღმოჩნდა მესენჯერში ჩვენთან და რადგან 24 საათის განმავლობაში ვერ წავშალეთ, მოხდა დაკავება. მე მაგალითად არ გამიგზავნია, მოვიდა მესენჯერში და ყურადღება არ მიმიქცევია. ეკა ბესელია მთავრობაზე იშვერს ხელს და მთავრობა ჩვენზე იწმენდს ხელს”,-განაცხადა ფარული კადრების საქმეზე ერთმა-ერთმა ბრალდებულმა სერგო ირემაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების საქმეზე სასამართლო სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ შესვენება გამოცხადდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა