ჰილარი კლინტონი - სამარცხვინოა, რომ ბრიტანეთის მთავრობა რუსეთის ზეგავლენის შესახებ ანგარიშის არჩევნებამდე გამოქვეყნებას არ აპირებს

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნისა და ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის ჰილარი კლინტონის აზრით, „ამოუხსნელი და სამარცხვინოა“ ის ფაქტი, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობას ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია ანგარიში რუსეთის მიერ ბრიტანეთის პოლიტიკაში სავარაუდო ჩარევის შესახებ.

„თითოეული ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობს, იმსახურებს, რომ ანგარიში არჩევნების წინ ნახოს,“- განაცხადა კლინტონმა „ბიბისისთან“ საუბარში.

„ეჭვგარეშეა - და ჩვენ ეს ვნახეთ ჩვენს ქვეყანაშიც, ევროპაშიც, აქაც- რომ რუსეთი დასავლური დემოკრატიების პოლიტიკის ფორმირებას ცდილობს და ცდილობს არა ჩვენს, არამედ თავის სასარგებლოდ,“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა.

“ამოუხსნელი და სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა რუსეთის ზეგავლენის შესახებ ანგარიშს არ აქვეყნებს,“- აღნიშნა კლინტონმა და დასძინა, რო აშშ-ს მსგავსი პრობლემა 2016 წელს ჰქონდა, როდესაც ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა დაამარცხა.

მისივე თქმით, გამოძიება ტრამპის რუსეთთან და რუს აგენტებთან ურთიერთობას იძიებდა, თუმცა ამის შესახებ საზოგადოებამ არჩევნებამდე არაფერი იცოდა.

„მე არ ვიცი, რა წერია იმ ანგარიშში, თუმცა არ მინდა აქაც იგივე განმეორდეს, რაც ჩვენს ქვეყანაში და ანგარიში არჩევნებამდე არ გამოქვეყნდეს,“ - აღნიშნა კლინტონმა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის დაზვერვისა და უშიშროების კომიტეტის ანგარიში მოიცავს ბრალდებებს ჯაშუშობის, დივერსიისა და არჩევნებში ჩარევის შესახებ. მასში წარმოდგენილია ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურების მტკიცებულებები, რომ რუსეთი ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა დიდ ბრიტანეთში 2016 წელს ევროკავშირის დატოვების საკითხზე ჩატარებულ რეფერენდუმსა და 2017 წლის არჩევნების შედეგებზე. აღნიშნულ ანგარიშზე მუშაობა მიმდინარე წლის მარტში დასრულდა, თუმცა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება მის გამოქვეყნებას 12 დეკემბერს დაგეგმილი არჩევნების შემდეგ აპირებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა