ბოლივიის ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა და თავშესაფარი მექსიკაში მიიღო

ბოლივიის ყოფილმა პრეზიდენტმა ევო მორალესმა ქვეყანა დატოვა და მექსიკაში გაემგზავრა, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფერი მისცეს,- ამის შესახებ მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარსელო ებრადრმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო და მექსიკის ხელისუფლებამ მისთვის თავშესაფრის მიცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

გამგზავრებამდე მორალესმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ მისთვის ეს ურთულესი და მტკივნეული გადაწყვეტილებაა, მაგრამ მალე უკან უფრო „ძლიერი და ენერგიული“ დაბრუნდება.

ბოლივიაში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საარჩევნო კომისიამ ევო მორალესი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. მორალესმა ორი დღის წინ ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, მოგვიანებით კი თანამდებობიდან გადადგა. მისი გადადგომა მომხრეებმა ქუჩის აქციებით გააპროტესტეს. მომიტინგეებს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა.

ინფორმაციას "ბიბისი" და "როიტერსი" ავრცელებენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს