ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობას“ ხელში რომ ჰქონდეს უროები და მაკრატლები, ეკლესიების ნგრევას და სასულიერო პირების გაკრეჭვას დაიწყებდნენ

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხელში რომ ჰქონდეს უროები და მაკრატლები, ეკლესიების ნგრევასა და სასულიერო პირების გაკრეჭვას დაიწყებდნენ. დღეს ისინი აუცილებლად ესროდნენ ილიას, იმიტომ, რომ ისინი არიან ახალი დროის ორჯონიკიძეები და ბერბიჭაშვილები, - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციურმა პარტიამ გასული კვირების განმავლობაში უპრეცედენტო შტურმი განახორციელა ეკლესიასა და პირადად, პატრიარქზე.

„ვნახეთ, „ფეისბუქზე“ ათასობით „ნაციონალის“ უპრეცედენტო შტურმი პატრიარქსა და ეკლესიაზე. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ ვის ინტერესებშია და ვის მიერ არის მართული შეტევა და შტურმი ეკლესიაზე. რა თქმა უნდა, ეს შტურმიც არის წარუმატებლობისთვის განწირული. მათ სცადეს 20 ივნისს შეჭრა პარლამენტში და ხელისუფლების გადატრიალება და ეს დასრულდა წარუმატებლობით. ახლა ისინი ცდილობდნენ შეჭრას საპატრიარქოში და ესეც ასეთივე წარუმატებლობით დასრულდება, იმიტომ, რომ აქ დგას ხალხი, ხელისუფლება და ეკლესია, რომელიც აუცილებლად დაუპირისპირდება ასეთ პოლიტიკურ ძალებს. ჩვენ აქ ვიხილეთ იმ სულის რეინკარნაცია, რომელიც გვახსოვს ჩვენ გასული საუკუნის დასაწყისიდან, ეს არის ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია,“ - განაცხადა კობახიძემ.

დეპუტატის ამ განცხადებას, მცირე ხმაური და შეძახილები მოყვა პარლამენტის სხდომათა დარბაზში. პარლამენტის თავმჯდომარემ კი დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა