გია ვოლსკი - თურმე, ჩოხაში ჩაცმული ბიჭების სექსის გადაღების არმოწონების გამო შეკრულები ვართ იმ ხალხთან, ვინც ქვებს ისვრის ან ჯვარს იყენებს თავში ჩასარტყმელ იარაღად

თურმე, ნუ იტყვით და „წინწყაროს“ მელოდიაზე ჩოხაში ჩაცმული ბიჭების სექსის გადაღების არმოწონების გამო შეკრულები ვართ იმ ხალხთან, ვინც ქვებს ისვრის ან ჯვარს იყენებს თავში ჩასარტყმელ იარაღად, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, ეს ასე არაა, ხშირი გამეორებით, შეიძლება ადამიანებმა დაიჯერონ.

„მიგვიხვდნენ, რომ თურმე ჩვენ არ მოგვწონს ის, რომ პატრიარქს აგინებენ და ეს იმისთვის გვინდა, რომ რაღაცა სხვა საკითხი გადავფაროთ. ყველამ იცის, რომ ეს ასე არ არის. მაგრამ ხშირად თუ გაიმეორებ შეიძლება შეიქმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ ადამიანები, რომლებიც გადასულები არიან ყოველგვარ ზღვარს, დღეს სიმართლის რაღაც მიმართულებაზე დგანან. ყოველ შემთხვევაში, იმ ხალხის გასაგონად მაინც, ვინც საქმის კურსში არაა და ემოციურად არ არის დაკავშირებული იმ პერიოდთან, როცა ესენი ყავარჯნებიანი კაცის სიმბოლოთი იყვნენ წარმოდგენილები ქართულ პოლიტიკაში,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან ასეთი გამწარებული და გააფთრებული შეტევა დაძაბული ატმოსფეროს შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

„ვინმემ მართლა არ დაიჯეროს, რომ უსინათლო და უწყლო სოფლები ახლა შევქმენით და ახლა აღმოცენდა სიცარიელიდან. ეს ხომ დაგვხვდა?! დანგრეული გზები, სოფლები დენის გარეშე, გაზზე აღარაა საუბარი, ხომ დაგვხვდა?! ამიტომ ნუ ავყვებით მათ და ვიმუშაოთ,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

თამარ ჩუგოშვილი - მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში - თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
კომპანია „ფრეგოს“ მთავარი ინვესტორი განცხადებას ავრცელებს
„კავკასუს როუდ პროჯექტმა“ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია BDO-სთან პარტნიორობით განახორციელა
"Sarajishvili 2020" - უნიკალური გემოსა და დიზაინის მქონე სასმელი ამაღლებული საახალწლო განწყობისთვის
საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა
Archdaily „ლისი დეველოპმენტის“ პროექტების შესახებ სტატიას აქვეყნებს
ჩინური კომპანია POWERCHINA/SINOHYDRO 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას ეწვია