ლევან იზორია - დღეიდან შევუდგებით ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობას და საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლებას

ჩვენ დღეიდან აქტიურად შევუდგებით ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობას, ასევე საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლებას, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოს მდივანმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან სხდომის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს სხდომის დეტალები გააცნო, თუმცა დამატებითი კითხვები უპასუხოდ დატოვა.

„ჩვენ განვიხილეთ ქვეყნის შიგნით არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება, განსაკუთრებით კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესები იყო განხილვის საგანი. ითქვა ასევე, რომ მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება კიბერუსაფრთხოების სფეროში.

უსაფრთხოების საბჭოს ფორმატი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პრემიერის ხელმძღვანელობით უწყებები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან პირველ რიგში უსაფრთხოებაზე, გააძლიერებენ ერთმანეთში თანამშრომლობის კოორდინაციას, განვსაზღვრავთ ასევე, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან კრიტიკული ინფრასტრუქტურის სიას.

ეს ყოველივე იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების, ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის და ამით უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში. უსაფრთხოების გარეშე კეთილდღეობა წარმოუდგენილია, ამიტომ ჩვენ დღეიდან პრემიერის ხელმძღვანელობით, გაძლიერებული ძალისხმევით, კოორდინაციის მაღალი ხარისხით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობის მაღალი დონით, უზრუნველვყოფთ იმ სტარტეგიულ ამოცანებს, რომელიც თითოეული მოქალაქის და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა