პარლამენტში უმრავლესობის წევრები გიგა ბუკია და კახა ოქრიაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

პარლამენტში დეპუტატებს შორის მორიგი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ერთმანეთს ამჯერად უმრავლესობის წევრები გიგა ბუკია და კახა ოქრიაშვილი დაუპირისპირდნენ.

როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, დაპირისპირება სასესიო დარბაზის უკან მდებარე ე.წ. დეპუტატის ოთახში მოხდა, სადაც პარლამენტის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის, არჩილ თალაკვაძის თხოვნით, კონსულტაციებისთვის გადაინაცვლეს.

გიგა ბუკიასა და კახა ოქრიაშვილის ფიზიკური დაპირისპირება გია ვოლსკისა და მამუკა მდინარაძის ჩარევის შედეგად განიმუხტა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი