ირაკლი კობახიძე - 30-მა დეპუტატმა რომ არ დაუჭიროს მხარი, დიდი ალბათობაა, რომ საარჩევნო ცვლილებაზე კანონპროექტი ჩავარდეს - დღეს დავინახეთ რისკი და გადადების მიზეზი ეს იყო

ოცდაათმა დეპუტატმა რომ არ დაუჭიროს მხარი საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, დიდი ალბათობაა, რომ ჩავარდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კენჭისყრის დღეს გამართვა კანონპროექტის რისკის ქვეშ დაყენება იქნებოდა. კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ უმრავლესობის ფორმატში კიდევ ერთი სხდომის გამართვის შემთხვევაში, უმრავლესობის წევრ მაჟორიტარ დეპუტატებს პროპორციული საარჩევნო სისტემის მხარდაჭერაში დაარწმუნებენ. მისივე თქმით, ბოლო ვადა კანონპროექტის კენჭისყრისთვის ხვალ არის.

„დღეს დავინახეთ რისკი და გადადების მიზეზი ეს იყო. რისკის ქვეშ დაყენება არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ გვექნება შეკრების საშუალება და იმედია, რომ მეტი დრო გვექნება განხილვისთვის. დღეს 10 საათზე შევიკრიბეთ და 11 საათამდე უნდა დაგვესრულებინა გასაგები მიზეზის გამო. იმედი გვაქვს, რომ ან დღეს საღამოს ან ხვალ დილით უფრო ადრე შევიკრიბებით და მეტი დრო გვექნება იმისთვის, რომ ჩვენი კოლეგები დავარწმუნოთ ამ გადაწყვეტილების სისწორეში.

დღეს განხილვაში პრაქტიკულად ვერ შევედით, დრო სულ 1 საათი გვქონდა. ჩვენ ვიცოდით, რომ რამდენიმე დეპუტატი იყო წინააღმდეგი. რამდენიმე დეპუტატი ვერ შექმნიდა ჯამში ჩაგდების წინაპირობას. სადღაც 30-მა დეპუტატმა რომ არ დაუჭიროს მხარი, დიდი ალბათობაა, რომ ჩავარდეს საკითხი.

ვფიქრობ, ხვალ არის ბოლო ვადა, როდესაც კენჭისყრა აუცილებლად უნდა შედგეს,“ - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს