ხათუნა გოგორიშვილი ივანე მაჭავარიანს - ხელფასებს ივნის-ივლისში რომ ზრდით, მიზეზი თუ ის არის, რომ იანვარში მომატების შემთხვევაში, არჩევნებამდე ხალხს „ოცნების“ სიკეთე დაავიწყდება, გვითხარით

ხელფასებს 2020 წლის იანვრის ნაცვლად ივნის-ივლისში რომ ზრდით, ამის მიზეზი თუ ის არის, რომ იანვარში მომატების შემთხვევაში ოქტომბერში არჩევნებამდე ხალხს „ქართული ოცნების“ სიკეთე დაავიწყდება, გვითხარით მაშინ, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს მიმართა, რომელიც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს წარადგენს. გოგორიშვილმა მინისტრს კითხვით მიმართა, რატომ ეზრდებათ ხელფასები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს 2020 წლის ზაფხულიდან და არა იანვრიდან.

„თქვენ ბრძანეთ იმ მატების შესახებ, რომელიც მომავალ წელს არის მოსალოდნელი იგივე პენსიონერებთან, მასწავლებლებთან, მეხანძრე-მაშველებთან, პოლიციის თანამშრომლებთან და ა. შ. მიმართებით, მაგრამ ამ ზრდის უმეტესობა არის არა 2020 წლის 1-ელი იანვრიდან, არამედ ივნისიდან და ივლისიდან. რა არის ამის მიზეზი? თუ მიზეზი ის არის, რომ თანხები არ გყოფნით, გვითხარით და გეტყვით, სად შეიძლება თანხების გამოთავისუფლება ბიუროკრატიული და ფუფუნების ხარჯებიდან. ხოლო თუ ეს არის უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის გამო, რომ ოქტომბერშია არჩევნები და იანვარში რომ მოუმატოთ ოქტომბრამდე დაავიწყდება ამ ხალხს „ქართული ოცნების“ სიკეთე, მაშინ გვითხარით ესეც,“ - მიმართა გოგორიშვილმა ივანე მაჭავარიანს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს მასწავლებლებს, ექიმებს, ჯარისკაცებს, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს ხელფასები, ხოლო პენსიოენერებს - პენსია გაეზრდებათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა