ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ქარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 წლის მოზარდი დაიღუპა. ავარია ქარელი-კეხიჯვრის მონაკვეთზე, დევნილების საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა. კორპუსის მაცხოვრებლების განცხადებით, საავტომობილო გზაზე მოძრავი მანქანა ქვეითს დაეჯახა.

მათივე თქმით, არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილი 16 წლის გიორგი გოგინაშვილია. გოგინაშვილების ოჯახი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდანაა დევნილი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა