დადიანზე ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელია

თბილისში, დადიანის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალი საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელია. შორენა ყასუმაშვილი სააგენტოში სტილისტ-კორექტორის პოზიციაზე მუშაობდა.

ავარიის შედეგად დაიღუპა მისი მეუღლეც.

„ინტერპრესნიუსი“ მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულების ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, დადიანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, გუშინ ღამით მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავდა ასევე სამი ადამიანი, რომელიც კლინიკაში არიან გადაყვანილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: დადიანზე ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალი "ინტერპრესნიუსის" თანამშრომელია

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს