დიმიტრი ხუნდაძე - საკმაოდ ბევრი ვართ, ვინც არ ემხრობა პროპორციულ სისტემას, დღეს უნდა დასრულდეს ყველაფერი, რადგან ამის გაგრძელება აღარ შეიძლება

ვერავინ დამარწმუნებს ვერც მე და ვერც ჩემს თანამოაზრეებს, რომ ჩვენ მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა შევიყვანოთ გრძელვადიან ქაოსში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დეპუტატები, რომლებიც არ ემხრობიან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, საკმაოდ ბევრი არიან და რჩებიან თავიანთ პოზიციაზე. თუმცა, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, პარლამენტში მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად მათ აქვთ გარკვეული შეთავაზება უმრავლესობისთვის.

„დღეს უნდა დასრულდეს, რადგან ამის გაგრძელება აღარ შეიძლება. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ჩვენ საკმაოდ ბევრნი ვართ, ძირითადად არიან მაჟორიტარები, მაგრამ არა მხოლოდ მაჟორიტარები. თქვენ ნახეთ, გუშინაც მათი პრინციპული პოზიცია და მყარი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. თხოვნა მექნება, რომ დავანებოთ ზედმეტ სპეკულაციას თავი. ეს ადამიანები არიან აბსოლუტურად გულწრფელები. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ქვეყანა არ შევიყვანოთ გრძელვადიან ქაოსში. რაც შეეხება პოლიტიკური სპექტრის და თვითონ პარლამენტის შემდგომ მრავალფეროვნებას, რასაც ჩვენ ვემხრობით და სწორედ ამ მიმართულებით არის ჩვენი შეთავაზება, იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც კონკრეტულ წარმომადგენლებს არა „ქართული ოცნების“ ან რომელიმე ერთი აღებული გუნდის წარმომადგენლებს თუ ექნებათ საშუალება სხვადასხვა პარტიებს, წარმომადგენლებს, დააყენონ თავისი კონკურენტუნარიანი კანდიდატი, ოღონდ ის არ იქნება არც „ნაციონალური მოძრაობიდან“ და არც მათთან ასოცირებული, ან განაყარიდან ან შვილობილი პარტიებიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ არ დავუყენოთ კონკურენტი და შევინარჩუნოთ მრავალპარტიულობა პარლამენტში.

ვერავინ დამარწმუნებს ვერც მე და ვერც ჩემს თანამოაზრეებს, რომ ჩვენ მივიღოთ იმდაგვარი გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა შევიყვანოთ გრძელვადიან ქაოსში,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა