კახა საბანაძე - შსს-ს მხრიდან ტარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება, რათა მინიმალურად იყოს დაყვანილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის ახალ კურსთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართული ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

კახა საბანაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მსგავსი კატეგორიის დანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლა, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს ვგულისხმობ და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით, ჩვენი მხრიდან ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რათა მინიმალურად იყოს დაყვანილი მსგავსი კატეგორიის დანაშაული. ჩვენი მხრიდან, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომელთა გადამზადება, ვთანამშრომლობთ ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან", - განაცხადა კახა საბანაძემ.

დღეს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ევროპის საბჭოს პროგრამის - "HELP" - ფარგლებში, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის ახალი კურსის პრეზენტაცია იმართება. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - კახა საბანაძემ ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა. კურსი განკუთვნილია პროკურორებისთვის, მოსამართლეებისა და გამომძიებლებისთვის.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა