მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ახლა ხალხი უნდა დაირაზმოს და გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს. სააკაშვილის თქმით, „როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა“.

„ერთი რამე ვიცი, მოდის მალე გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბერი და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. ამ რეჟიმს არანაირი ლეგიტიმურობა აღარ აქვს. ასე რომ, ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ძალა ერთობაშია, მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგვივა“,- განაცხადა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო.

იხილეთ ვიდეო

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!