„ნაციონალური მოძრაობა“ - რუსთაველის გამზირზე 17 ნოემბერს ჩატარდება საერთო სახალხო შეკრება, რომელიც უმოკლეს ვადებში დაასრულებს ივანიშვილის ხელისუფლებას

რუსთაველის გამზირზე, 17 ნოემბერს, ჩატარდება საერთო სახალხო შეკრება, რომელიც უმოკლეს ვადებში დაასრულებს ივანიშვილის ხელისუფლებას და სათავეს დაუდებს საქართველოში დემოკრატიული პრინციპების ჩამოყალიბებას. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „საქართველოში უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დროებითი მთავრობისა და მიუკერძოებელი სარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში“.

„დღეს ოლიგარქმა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გათელა ფეხქვეშ საქართველოს რეპუტაცია და საქართველოს მოქალაქის ღირსება.სწორედ ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ვერთიანდებით ივანიშვილის დანაშაულებრივი მმართველობის წინააღმდეგ - “ყველა მინუს ერთი!”.

ჩვენ ვაცხადებთ: ივანიშვილი დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას. მისი საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც თავის თავს მთავრობას უწოდებს, უნდა გადადგეს, და კორუმპირებული ცესკო ჩაანაცვლოს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაკომპლექტებულმა საარჩევნო კომისიამ, საქართველოში უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დროებითი მთავრობისა და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

17 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ჩატარდება საერთო სახალხო შეკრება, რომელიც უმოკლეს ვადებში დაასრულებს ივანიშვილის ხელისუფლებას და სათავეს დაუდებს საქართველოში დემოკრატიული პრინციპების ჩამოყალიბებას. ამისთვის ჩვენ მივმართავთ საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პროტესტისა და წინააღმდეგობების მეთოდებს“, - აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა