არჩილ თალაკვაძე - ხვალ გვექნება უმრავლესობის სხდომა - ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას

16 ნოემბერს, უმრავლეოსობის სხდომა გაიმართება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით. მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას. ხვალ, 11:00 საათზე გვექნება უმრავლესობის სხდომა, ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, შეხვედრაზე იქნებიან დეპუტატები, რომლებიც გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ გუნდში დარჩნენ.

რაც შეეხებათ დეპუტატებს, რომლებმაც დატოვეს „ქართული ოცნება“, თალაკვაძის თქმით, მათთან ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართა და პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ყველა მნიშვნელოვან რეფორმას მათი მხარდაჭერა ექნება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია