ლევან ვასაძე  - ჭეშმარიტი სახალხო რევოლუციის გარეშე ქვეყანაში ვერაფერი დალაგდება

დისკრედიტირებულ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ უპირისპირდება სრულიად დისკრედიტირებული დანარჩენი პოლიტსანაგვე, - ამის შესახებ ბიზნესმენი ლევან ვასაძე ვიდეომიმართვაში აცხადებს.

როგორც ვასაძე აღნიშნავს, „ბიძინა ივანიშვილის მმართველობა და საერთოდ ლიბერალური ეპოქა განწირულია“.

„ძირმაგარას გასკდომა, რასაც ამ დღეებში რუსთაველზე ვაკვირდებით, უაღრესად მტკივნეულია. დისკრედიტირებულ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ უპირისპირდება სრულიად დისკრედიტირებული დანარჩენი პოლიტსანაგვე. დაპირისპირების საგანი სალაფავის გაყოფის მექანიზმებია. ერი ამას გვერდიდან შესცქერის და ცხადია, რომ ორივე მხარე მტრად მიაჩნია. არსებული პოლიტიკური სპექტრი მთლიანად იყრება ამ დღეეში სანაგვეზე და ეს არის მთლიანად შედეგი ლიბერალური იდეოლოგიის შორს მდგომობისა ერის მიზნებისაგან“, - აცხადებს ლევან ვასაძე მიმართვაში.

ვასაძე აცხადებს, რომ „საერთოდ უნდა გაუქმდეს პოლიტიკური პარტიები, როგორც პოლიტიკოსების საბითუმო ფასში ყიდვის ინსტრუმენტები“.

„უნდა შემოღებულ იქნას მკაცრი კონტროლი მასმედიაში ცილისწამებაზე და ტრადიციის შეურაცხყოფაზე, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების გამჭვირვალობასა და მათი საქმიანობის მიზნებზე“, - აცხადებს ვასაძე.

მისივე განცხადებით, „ჭეშმარიტი სახალხო რევოლუციის გარეშე ქვეყანაში ვერაფერი დალაგდება“.

„თუ კიდევ გარედან რაიმე სასჯელი არ გვეწვია. ამ ჩვენი ქცევის სანაცვლოდ, მაგალითად, მორიგი ომის სახით. მოვლენათა განვითარება გვიჩვენებს, რა გზით წავა ჩვენი ქვეყნის საქმე. არაა გამორიცხული, რომ მორიგ ყირაობაში ბიძინა ამერიკელებმა მაინც გასვან და უარესი ლიბერალები დაგვიბრუნონ. თუმცა, იმედია, ეს მაინც არ მოხდება. ასეც რომ მოხდეს ეს ლიბერალები დიდხანს მაინც ვერ ითამაშებენ ხალხის მეგობრების როლს და ისევ ჩვეულ ტერორს მიჰყოფენ ხელს, რასაც აუცილებლად მოყვება მათი ლინჩის წესით გასამართლება ხალხის მხრიდან. ჯერჯერობით დავაკვირდეთ ლიბერალური დემონოკრატიის თვითგანადგურების ტრაგიკომედიას, რომელიც რუსთაველზე მორიგ მოქმედებაში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს საშინელი სეირი ბიძინა ივანიშვილის უუნარობის შედეგი გახლავთ“, - განაცხადა ვასაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია