ტრავმატოლოგი დავით ღვინიაშვილი კოლეგებს საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქციის ჩატარებისკენ მოუწოდებს

ტრავმატოლოგი დავით ღვინიაშვილი, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გატაცებული ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, კოლეგებს საოკუპაციო ხაზთან მასშტაბური პროტესტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„გუშინ, „გორმედის" სამედიცინო ქსელის და გორის ტრავმატოლოგ-ორთოპედთა სახელით გავავრცელეთ განცხადება, რომელშიც გამოთქმული იყო ჩვენი კოლეგის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით გამოთქმული პროტესტი.

გუშინდელ დღესვე პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მოგვიწია ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებთან გასაუბრება. მათი თქმით, საქმე არის შემდეგში: ერთადერთ რამეს ითხოვენ ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები ვაჟა გაფრინდაშვილისაგან - აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ.

შორს წასვლა საჭირო აღარ არის, აგერ უახლოესი ისტორიის გმირული მაგალითები გვაქვს თვალწინ, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ - გურამ გაბისკირია, გიორგი ანწუხელიძე, არჩილ ტატუნაშვილი...

ბატონი ვაჟა კვლავ ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება და არ ჩანს სამწუხაროდ, ქმედითი ნაბიჯები და პროტესტი, რომელიც ღიად უნდა გამოხატოს ხელისუფლებამ, აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. საქმე გვაქვს ძალიან ცნობილი, კარგი ექიმის, ღირსეული ქართველის უკანონო ტყვეობასთან. არ უნდა გვქონდეს მხოლოდ ოკუპანტების და სეპარატისტების „კეთილგონიერების" იმედი, არ იციან, რომ ექიმი ომის დროსაც ექიმია (ამის მაგალითად 2008 წლის ომის დროს დაბომბილი გორის ჰოსპიტალი და დაღუპული გმირი ექიმი გიორგი აბრამიშვილიც კმარა).

ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, მოგიწოდებთ შევიკრიბოთ, გავერთიანდეთ და ერთად გამოვხატოთ მრავალრიცხოვანი პროტესტი თუნდაც ე.წ. საოკუპაციო ზოლთან ახლოს, რომელიც გაშუქდება როგორც ჩვენი ქვეყნის, აგრეთვე საერთაშორისო მედიასაშუალებებითაც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. ოსური მედიის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან