„პატრიოტთა ალიანსი“ 17 ნოემბერს  აქციას გამართავს

„პატრიოტთა ალიანსი“ 17 ნოემბერს აქციას გამართავს. როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება „ქართულმა ოცნებამ“ დატოვოს ხელისუფლება.

„ნათელია, რომ ხელისუფლების მიტაცების პროცესი დაწყებულია. პლენარულ სხდომებზე ვაცხადებდი, რომ თუ კენჭისყრა ჩავარდება, დაიწყება პოლიტიკური კრიზისი და უმძიმესი პროცესები ქვეყანაში, მივმართავდი „ქართულ ოცნებას“ კითხვით, მზად ხართ თუ არა ამ კრიზისის დასაძლევად? მაგრამ ისინი თავად იწვევენ კრიზისებს და ქვეყანაში ქაოტურ მდგომარეობას ქმნიან.

ჩვენ ამ ვითარებაში გადავდივართ უწყვეტ საპროტესტო აქციებზე. ვიწყებთ ამ საპროტესტო აქციებს. პირველი აქცია კვირას, 17 ნოემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „რედისონთან“ გაიმართება. მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში, ჩვენს მხარდამჭერებს, მშვიდად, ჭკვიანურად ბრძნულად უნდა ვიმოქმედოთ, მოვიკრიბოთ ძალები და შევიკრიბოთ კვირას. მინდა სხვა პარტიების მხარდამჭერებსაც მივმართო, რომ შემოგვიერთდნენ. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ყველასთვის მისაღებ ერთიან სქემაზე და ეს უნდა იყოს მისაღები მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის და საზოგადოებისთვის. ჩვენი მოთხოვნა არის სამართლიანი და ლეგიტიმური. ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს“, - განაცხადა ინაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა