გიორგი ვაშაძე - დაუმორჩილებლობა და პიკეტირება იქნება კონსტიტუციის ფარგლებში

კონსტიტუციის ფარგლებში იქნება პიკეტირება და დაუმორჩილებლობა.ამის უფლებას ჩვენ გვაძლევს კონსტიტუცია. კონსტიტუცია ჩვენია და არა ივანიშვილის,- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" წევრმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძემ კიდევ ერთხელ გააჟღერა აქციის მონაწილეების ის მოთხოვნა, რომელსაც ისინი ხელისუფლებას უყენებენ.

"ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა - დროებითი მთავრობა ჩაატარებს შემდეგ არჩევნებს. გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. არ ვიშლებით და რუსთაველი იქნება ჩაკეტილი. გამოქვეყნდება სტრატეგია, თუ როგორ ვაფართოვებთ წინააღმდეგობის არეალს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა