გია ვოლსკი - პიკეტირება უპირისპირდება სახელმწიფო ინტერესებს, სახელმწიფომ ქვეყნის გაჩერება არ უნდა დაუშვას

პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ იწყება პარლამენტის მთლიანად პიკეტირება.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ქვეყნის გაჩერება არ უნდა დაუშვას.

„უნდა ვიაროთ სამსახურში. უამრავი თემაა... საფრთხე იმისა, რომ სახელმწიფო გააჩერონ, ლარის კურსი დაეცეს და მოხდეს ეკონომიკური კოლაფსი, არ უნდა დაუშვას სახელმწიფომ და ესაა საზოგადოების მოთხოვნაც...

პიკეტირება ესაა ამ ადამიანების პოლიტიკის გამოხატულება, მონაწილეობა მიაღებინონ ხალხს ისეთ ქმედებებში, რომელიც კანონსაც უპირისპირდება და რაც მთავარია, უპირისპირდება სახელმწიფო ინტერესებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და განიხილოს ინიციატივები, რომელთაც ოპოზიციური პარტიები აყენებენ, ვოლსკის შეფასებით, პოლიტიკური უმცირესობის წინადადებები კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

„მგონია, რომ მას, ვინც ეს მოთხოვნა დააყენა, საკმაო ცოდნა აქვს იცოდეს, რომ ეს შემოთავაზება არ შეესაბამება კონსტიტუციას და რეგლამენტს...

მიზანი, „ნაცმოძრაობას“ რაც ჰქონდა, რომელიც ლიდერია დღეს ამ საპროტესტო აქციების, გარკვეულწილად განხორციელდა, რადგან საზოგადოებაში გადავიდა დაპირისპირების მუხტი“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა