საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი - არანაირ ექსცესებს არ ველოდებით, თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ჩვენი მანდატის ფარგლებში ვიმოქმედებთ

არანაირ ექსცესებს არ ველოდებით. თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ჩვენი მანდატის ფარგლებში ვიმოქმედებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

ვაჟა სირაძის თქმით, პოლიციური ძალები მობილიზებულნი არიან იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დასაცავად.

„არანაირი სახის ექსცესებს არ ველოდებით. ესაა პრევენციის მიზნით. პოლიციური ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც აქციის წევრები გადაინაცვლებენ და გააგრძელებენ საპროტესტო აქციას. მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით დგანან. ამ ეტაპზე საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დამატებითი დანაყოფების მობილიზება არ იგეგმება“, - აცხადებს სირაძე.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება, ვაჟა სირაძე შემდეგნაირად პასუხობს: “პოლიციის მხრიდან მე მგონი, არავის დაგინახავთ ძალადობა. პოლიცია მშვიდად დგას თითოეულ ლოკაციაზე და მართლწესრიგს იცავს. ნებისმიერ შემთხვევაში პოლიცია მზადაა დაეხმაროს ნებისმიერ მხარეს“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა