თელავში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თელავში „თეთრი ხალათების” აქცია გაიმართა. რეფერალური საავადმყოფოს ექიმები 12:00 საათზე კლინიკის ეზოში შეიკრიბნენ და საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს.

მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ ექიმს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო არ უნდა აკავებდნენ.

ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა