ფოთში ექიმები ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ქალაქის ჰოსპიტალთან შეიკრიბნენ

ფოთში, „თეთრი ხალათების" აქცია გაიმართა. ექიმები ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ქალაქის ჰოსპიტალთან შეიკრიბნენ.

„ფოთის ჰოსპიტალიც ვუერთდებით „თეთრი ხალათების” აქციას. ეს არის ჩვენი თანადგომის, სოლიდარობის გამოცხადება დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისადმი, რომელიც მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა. ამით გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი ამ ფაქტის და ოკუპაციის მიმართ. სოლიდარობა ჩვენს დაკავებულ კოლეგას“, - განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა